კურსის მიზნებია:

  • გაზარდოს კომპანიების ლოჯისტიკის თანამშრომელთა ეფექტურობა
  • აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია საბაჟო საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, გაუადვილოს კომპანიების საბაჟო წარმომადგენლებს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება
  • მონაწილეებს გააცნოს საბაჟო დეპარტამენტში დანერგილ სიახლეებს და ინფორმაციის მოპოვების წყაროებს, მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ პრაქტიკაში

მიზნობრივი აუდიტორია:

პროგრამის ჩატარება დაგეგმილია კომპანიათა საბაჟო წარმომადგენლებისათვის, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების მსურველთათვის, ბუღალტრებისათვის, საბაჟო სისტემაში სიახლეების გაცნობის მსურველთათვის და ზოგადად ნებისმიერი პირისთვის, რომელიც გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას ან შეხება აქვს საბაჟო პროცედურებთან.
“ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრს” გააჩნია პროგრამა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ის ტესტ-სერვერზე წვდომის ოფიციალური უფლება (10 “იუზერი”).
კურსს ატარებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო აუდიტის სამმართველოს მთავარი აუდიტორი – ავთანდილ ზივზივაძე.

პროგრამა მოიცავს:

  • დღე 1: შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა
  • დღე 2: საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) და პრაქტიკული ნაწილი სეს ესნ-ის (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში
  • დღე 3: წარმოშობის სერტიფიკატების ფორმები (EUR.1; CT-1 და ა.შ.) და მათი გამოყენების პრინციპები
  • დღე 4: საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2010
  • დღე 5: საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები, იმპორტის გადასახდელები (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ)
  • დღე 6: სასაქონლო (საბაჟო) ოპერაციები (რეჟიმები)
  • დღე 7: საბაჟო სამართალდარღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები
  • დღე 8: საბაჟო დეკლარაციების ფორმები, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი, უფლებამოსილი პირები, საქონლის გაფორმების ადგილები, აღრიცხვის მოწმობა
  • დღე 9: საქონლის წინასწარი დეკლარირება, საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები, საბაჟო კონტროლის ფორმები საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ
  • დღე 10: სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების მოდული ASYCUDA WORLD (eCustoms), სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ველები, ახალი დეკლარაციის შექმნა, სსდ-ს სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, ფერში ჩაყენება (რისკის დერეფნის განსაზღვრა - მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ს შეფასება; სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ
  • დღე 11: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (ერთკოდიანი)
  • დღე 12: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი)
  • დღე 13: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი, საბაჟო ღირებულების ელემენტების გადანაწილების სპეციფიკით)
  • დღე 14: სსდ-ს შევსება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისას
  • დღე 15: ტესტი

ლიტერატურა:

საკანონმდებლო ბაზა (კოდიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ.) ყოველ მონაწილეს ელექტრონული ფორმით მიეწოდება ელ.ფოსტის მეშვეობით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: რვა კვირა (30 საათი) ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ.

ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ - ტრენინგის ჩატარების დრო: 19:30

ტრენინგის ღირებულება: 285 ლარი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი