ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ლიდერობა, შეისწავლოს ან გაიუმჯობესოს მენეჯერული საქმიანობის წესები, განივითაროს ინერპერსონალური და პროფესიული უნარები მაღალკონკურენტულ გარემოში გუნდის მართვისათვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.  ტრენინგის პროგრამა მოიცავს საკითხებს მენეჯმენტისათვის აუცილებელი უნარების, ტექნიკების და პრაქტიკული საქმიანობის შესახებ, რომლებიც საინტერესო და სასარგებლო იქნება კარიერული წინსვლის მსურველთათვის, დამწყები და საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან, სტუდენტებისათვის, სამუშაოს მაძიებლებისა და თვითდასაქმებულებისათვის.

ტრენინგის მიზანი: მსემენელებმა გააანალიზონ და გაიძლიერონ პროფესიული შესაძლებლობები ბიზნესის/გუნდის ეფექტურად მართვაში, გაეცნონ მართვის თანამედროვე, კლასიკურ და არატრადიციულ პრინციპებს, მენეჯერის და ლიდერის როლს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობებს მიზნის დასახვის, დაგეგმვის, გეგმების შესრულების და კონტროლის მიმართულებებით, ცვლილებების ეფექტურად მართვის, პერსონალისათვის უსტრესო სამუშაო გარემოს შესაქმნელად და კლიენტების კმაყოფილების გაზრდისათვის.

ტრენინგის პროგრამა მოიცავს 12 ძირითად მოდულს:

  1. ბიზნეს-კომუნიკაცია
    • კომუნიკაციის სტილი, ეტაპები და კულტურათაშორისი განსხვავებები
    • კომუნიკაციის კომპონენტები – სხეულის ენა, აქტიური მოსმენა, შეკითხვების დასმა, ჩანიშვნები
    • კომუნიკაციის მეთოდები – წერითი, ვერბალური, სიმბოლურ-ჟესტიკულაციური, ვიზუალური, მულტიმედიურ-ტექნოლოგიური
    • ინფორმაციის გაცვლის ფორმები – კომუნიკაცია ერთი-ერთზე, ბრიფინგი, შეხვედრები, წერილები, შეთავაზება, პრეზენტაცია და მოლაპარაკება
    • საზოგადოებასთან ურთიერთობა – შიდა და გარე კომუნიკაცია, რეკლამა
  2. დროის მენეჯმენტი
    • მოთხოვნები დროის მიმართ, პროდუქტიული და არაპროდუქტიული მუშაობა, დროის მართვა თუ ფოკუსირების მართვა
    • მიზნების დასახვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება
    • დროის მართვის ინსტრუმენტები, მეთოდები და ტექნიკები
    • სამუშაო გარემოს და საქმეების ორგანიზება
    • სტრესის მინიმიზაცია – პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსი
  3. გადაწყვეტილებების მიღება
    • გადაწყვეტილების მიღების სტილი
    • კორპორატიული კულტურა და პირადი პასუხისმგებლობა
    • გადაწყვეტილების მიღების ანალიტიკური მეთოდები
    • გადაწყვეტილების შესრულება – რეალური სამოქმედო გეგმის შედგენა, ეფექტური სამუშაო გუნდის შექმნა, დელეგირებები
    • გადაწყვეტილებების შესრულების პროგრესის მონიტორინგი
  1. დელეგირება
    • ეფექტური დელეგირება – დროის, საკითხების და შემსრულებელი პირების სწორად შერჩევა
    • დელეგირების პროგრესის მონიტორინგი
    • რისკების მინიმიზაცია
    • უკუკავშირი და წახალისება
    • დელეგირებები და კარიერული წინსვლა
  2. თანამშრომელთა მოტივაცია
    • ლიდერის და მენეჯერის როლი, ფუნქციები და პასუხისმგებლობები
    • მოტივაციის რაობა, საჭიროება და ფორმები
    • მოტივაციის შექმნა
    • ინიციატივის წახალისება
    • დემოტივაციის პრევენცია და მართვა
    • ეფექტური შეფასებები
  3. გუნდის მართვა
    • გუნდის მუშაობის პრინციპები
    • გუნდის ჩამოყალიბება, მიზნების დასახვა, როლების გადანაწილება, მხარდაჭერა, მოტივაცია
    • კომუნიკაციის მეთოდები, გუნდის შეხვედრები
    • პრობლემების პრევენცია/გადაჭრა და ცვლილებების მართვა
    • გუნდის შედეგების შეფასება, აღიარება და წახალისება
  4. შეხვედრების წარმართვა
    • შეხვედრების მიზნები, ფორმები და ფასი
    • შეხვედრების დაგეგმვა – მონაწილეთა მოწვევა, დღის წესრიგის და  ლოჯისტიკური საკითხების მომზადება
    • შეხვედრის წარმართვა – აქტიური როლი, მონაწილეთა მოსმენა, პრობლემების მართვა, შეხვედრის დახურვა
    • შეხვედრის ჩანაწერები და შემდგომი რეაგირებები
  5. პრეზენტაციების ჩატარება
    • პრეზენტაციის მომზადება – მიზანი, სამიზნე აუდიტორია, სტრუქტურა, შინაარსი, აუდიო-ვიზუალური ეფექტები, ლოჯისტიკური საკითხები
    • საკუთარი თავის მომზადება- თემატური მასალის ცოდნა, თავდაჯერებულობა, გარეგნული იერსახე, სხეულის ენა, ხმა, ტონი
    • პრეზენტაციის ჩატარება – პრეზენტაციის გახსნა, თვითკონტროლი, აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაციის მართვა, პრეზენტაციის დახურვა
    • პრეზენტაციის შემდგომი უკუკავშირი
  6. მოლაპარაკებების განხორციელება
    • მოლაპარაკების ტიპები და პრინციპები
    • მოლაპარაკებისათვის მომზადება – მიზნები, სტრატეგია, განსახილველი საკითხები, მეორე მხარის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, როლების გადანაწილება გუნდური მოლაპარაკებისას
    • მოლაპარაკების წარმართვა- შეთავაზების გაკეთება, კონტრ-შეთავაზების შეფასება, მანიპულაციური ტაქტიკები, საკუთარი პოზიციის გაძლიერების და მეორე მხარის პოზიციის შესუსტების მეთოდები
    • მოლაპარაკების დახურვა – კონსენსუსი, კომპრომისი, მედიაცია, არბიტრაჟი
    • მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი
  7. პერსონალის შერჩევა
    • ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება
    • შერჩევის სტრატეგიის შემუშავება
    • ინტერვიუს კითხვარის და ტესტების მომზადება
    • მიღებული CV-ების გადარჩევა
    • ინტერვიუს ორგანიზება და წარმართვა
    • ინტერვიუს ანალიზი
    • სამუშაო შეთავაზების მომზდება
  8. ცვლილებების მართვა
    • ცვლილებების საჭიროება, ტიპები, პრიორიტეტულობა და რესურსები
    • ფოკუსირება მიზანზე – ცვლილებების დროის, გუნდის, პასუხისმგებლობების და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა
    • ცვლილებების განხორციელება და კომუნიკაცია ცვლილებებზე
    • ცვლილებების პროგრესის მონიტორინგი
  9. სტრესის მინიმიზაცია
    • სტრესის სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და გავლენები
    • როგორია ჩვენი სტრესის დონე?
    • სტრესის დანახვა სხვებში
    • სტრესის პრევენცია-მართვა ორგანიზციებში
    • დასვენება-განტვირთვა

თეორიული კურსის პარალელურად, პროგრამა აგრეთვე მოიცავს:

  • პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ჯგუფურ დავალებას
  • სტატისტიკური მონაცემების და რეალური შემთხვევების („ქეისები“) განხილვას

კურსის ხანგრძლივობა – 36 სთ

  • წლების განმავლობაში მართავდა თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალს, ხელმძღვანელობდა მომსახურებისა და ხარისხის მართვის განყოფილებას, ფილიალების ქსელს, იყო სტრატეგიული მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
  • ბოლო 5 წელია დაგროვილ მრავალფეროვან გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს ლექციებისა და ტრენინგების სახით სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მარკეტინგის განხრით, კვალიფიკაცია აიმაღლა მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში