• სტუდენტის პრაქტიკული მომზადება/გადამზადება კომერციულ ბანკებში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებისათვის
  • სტუდენტის დამსაქმებლებთან დაკავშირება სტუდენტის ცოდნისა და კომპეტენციების თვითპრეზენტაციისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

ტრენინგის პროგრამა:

  1. საქართველოს თანამედროვესაბანკოსაკრედიტოსისტემა
  • ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების ძირითადი საქმიანობა, რეგულაციები და ფუნქციები
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა
  • უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობა

2. დეპოზიტები

  • საბანკო ანგარიშების გახსნა
  • დეპოზიტების კლასიფიკაცია, მახასიათებლები და სარგებლიანობა

3. კრედიტები

  • კრედიტების კლასიფიკაცია, დაკრედიტების პრინციპები, მეთოდები და პროცესი
  • პრობლემურ კრედიტებთან მუშაობა

4. თანამედროვე ტექნოლოგიურიპროდუქტები

  • საბანკო პლასტიკური ბარათები
  • დისტანციური საბანკო მომსახურებები

5. უნაღდო ანგარიშსწორება

  • უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა და ფორმები
  • ფულადი გზავნილები

6. ოპერაციები ნაღდი ფულით

  • საკასო ოპერაციები
  • სალაროს მეურნეობის ორგანიზების ძირითადი ელემენტები

7. სავალუტო ოპერაციები

  • სავალუტო ოპერაციების კლასიფიკაცია
  • სავალუტო ბაზარი

8. მომსახურების ხარისხი

  • პირისპირ და დისტანციური მომსახურების სტანდარტები
  • მომსახურების ხარისხის გაზომვის მეთოდები

9. ფინანსური პროდუქტების და მომსახურებების გაყიდვები

  • სტრატეგიული გეგმა, შემოსავლები და მოგება
  • ძირითადი და ჯვარედინი გაყიდვები

10. დასაქმება

  • კადრების შერჩევა და დაკომპლექტება
  • პერსონალის შეფასების, მოტივაციის და განვითარების სისტემები

თეორიული კურსის პარალელურად, პროგრამა აგრეთვე მოიცავს:

  • ბაზარზე არსებული ფინანსური პროდუქტების და მომსახურებების შემოთავაზებების შედარებით ანალიზს
  • პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ჯგუფურ დავალებას
  • სტატისტიკური მონაცემების და რეალური შემთხვევების („ქეისები“) განხილვას
  • წლების განმავლობაში მართავდა თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალს, ხელმძღვანელობდა მომსახურებისა და ხარისხის მართვის განყოფილებას, ფილიალების ქსელს, იყო სტრატეგიული მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
  • ბოლო 5 წელია დაგროვილ მრავალფეროვან გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს ლექციებისა და ტრენინგების სახით სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მარკეტინგის განხრით, კვალიფიკაცია აიმაღლა მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით

ტრენინგზე მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და სტუდენტის შეფასებისათვის რეკომენდაციის გაწევის მიზნით, პროგრამის რამდენიმე თემაზე ჩატარდება ტესტირება.

კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ მსმენელებზე გაიცემა სერთიფიკატი და რეკომენდაცია